Sunday, February 2, 2014

ნუ ღელავ (ნაწილი 4)



ნუ ღელავ (ნაწილი 4)
***

შემოვიდა მამაჩემი ადვოკატის ამპულაში.
- შვილო ეს რა გამიკეთე? შემარცხვინე,გამანადგურე - და ცრემლებიც დააყოლა ამ სიტყვებს
ვეღარც მე მოვითმინე და ცრემლები წამომცვივდა პატარა ბავშვივით.
- მაპატიე მამა,გთხოვ მაპატიე.. - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე
- "ნუ ღელავ" შვილო ყველაფერი კარგად იქნება..მე დაგეხმარები 
- მამა დიდი მადლობა,გპირდები,რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება,შენ თავს ვფიცავარ შევიცვლები მაპატიე,ეს პირველად მოხდა და აღარ განმეორდება. - ვუთხარი და თითქოს გულიდან ლოდი მომწყდა.
მამაჩემი გავიდა ოთახიდან..
5 წუთში საჭმელი და სიგარეტი შემომიტანეს..
საჭმელი ვჭამე,სიგარეტი მოვწიე და დამეძინა კიდევაც..
2 თვეში სასამართლო ჩამიტარდა..
მამაჩემმა დიდი ბრძოლის შემდეგ სასჯელი მინიმუმამდე დააყვანინა მოსამართლეს და 6 თვე მომისაჯეს..
1 კვირაში არასრულწლოვანთა კოლონიაში ავჭალაში გადამიყვანეს..
ყველა გავიცანი,ყველასთან კარგად ვიყავი,მაგრამ ფიქრი არ მასვენებდა იმაზე,რომ ლიზის ვეღარასდროს ვნახავდი, მე ის დავკარგე,და კიდევ იმაზე ვდარდობდი და ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე,რომ სრულიად უცხო ადამიანი ოჯახში შემოვუშვი,ვენდე და ასეთი სისულელე ჩავიდინე,მან კი რა გამიკეთა მთელი ცხოვრება დამინგრია..
6 თვე ჩემთვის 6 საუკუნედ გაიწელა,დღეებს ვითვლიდი,როდის გავიდოდა ეს 6 თვე რომ გამოვსულიყავი გარეთ და ისევ ისე თავისუფლად როგორც ადრე დავდიოდი ისე ვყოფილიყავი..
***
როგორც იქნა დავახწიე ამ ჯოჯოხეთს თავი და გამანთავისუფლეს..
ვერ წარმოიდგენთ და (თქვენ კი არა მეც ვერ წარმოვიდგენდი) უშველებელი ჭიშკარი,რომ გაიღო პირველი ლიზი დავინახე..
გამოიქცა და ჩამეხუტა,დანარჩენებიც მომეხვივნენ,არ ვიცოდი რა ხდებოდა,ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ გარეთ ვიყავი და მერე კიდე ლიზი დამხვდა..
სახლში წავედით,ვიმხიარულეთ მოვილხინეთ და მამაჩემს ვთხოვე ლიზი გაეცილებინა სახლამდე..ლიზის დავემშვიდობე და მამაჩემმა წაიყვანა..
10 წუთში ლიზიმ დამირეკა 
- მივედი სახლში და მამაშენი წამოვიდა უკვე
ცოტახანს ვილაპარაკეთ,ტკბილი ძილი ვუსურვე და გავუთიშე ტელეფონი..
რამოდენიმე საათი გავიდა და მამაჩემი არ მოვიდა

No comments:

Post a Comment