Sunday, February 2, 2014

ნუ ღელავ (ნაწილი 1)

ნუ ღელავ (ნაწილი 1)

ჩვეულებრივი დღე იყო..კლასში ოციოდე ბავშვი ვიყავით..
დამრიგებელი შემოვიდა და ციცქნა ქერა გოგო წარგვიდგინა
- ბავშვებო გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია
ყველა ჩუმად ვიყავით,ხმა არავის ამოგვიღია,ალბათ მისმა სილამაზემ გაგვაჩუმა..
მაშინ ჩემს ბედზე ჩემი გვერდზე მჯდომი ბიჭი აცდენდა სკოლას,მგონი ცუდად იყო,იმდენი წელია გასული კარგად აღარც მახსოვს,მასწავლებელმა გამოაცხადა:
- დღეიდან ლიზი და ლუკა ერთად ისხდებიან.
ისეთი გახარებული ვიყავი  არ ვიცი რა მექნა,მე გამათბობელთან ვიჯექი,ყურადღება,რომ გამომეჩინა ავდექი და ჩემი ადგილი მას დავუთმე,რადგან მაშინ ცივი დღეები იყო.ქარიც ქროდა და თუ კარგად მახსოვს თოვდა კიდეც..
იმ დღემ უღიმღამოდ ჩაიარა,ჩემთვის არც კი შემოუხედავს,რით არ ვცადე ყურადღება მიმექცია,მაგრამ ვერაფერს გავხდი.. ვეცადე საუბარი წამომეწყო:
- ლიზი,გინდა სკოლას დაგათვალიერებინებ,ბავშვებს გაგაცნობ ?
- არა,არ მინდა მე თვითონ გავიცნობ ყველას!
მკაცრად მითხრა და სხვა გოგო ბიჭებთან გააგრძელა მხიარულობა,ხან ვინ მოვიდა ხან ვინ,მეკითხებოდნენ:
- ლუკ რა გჭირს ?
მე კი უღიმღამოდ და მკაცრი ტონით ვეუბნებოდი: - არაფერი,შემეშვი..
მეორე დღეს მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა გაკვეთილის მოსაყოლად.
მე ვყვებოდი გაკვეთილს თან ლიზისკენ ვაპარებდი თვალს და ვაკვირდებოდი,როგორი ყურადღებით მიცქერდა..
როცა გაკვეთილის მოყოლას მოვრჩი და მასწავლებელმა ნიშანი ხმა მაღლა მითხრა ყველას გაუკვირდა, განა იმიტომ რომ არ მეკუთვნოდა,არამედ იმიტომ,რომ გაკვეთილი თითქმის არასდროს მომიყოლია,მეგობრები მიხვდნენ ნაწილობრივ რაშიც იყო საქმე..
დასვენებაზე ჩემი რამოდენიმე ლექსიც წავიკითხე,ამაზე კლასელები სულ გადაირივნენ..
იმიჯი მქონდა ხულიგნის,საქციელიც ასევე,ცნობილი ჩხუბისთავი ვიყავი,მხოლოდ ჩემნაირები თუ მეგობრობდნენ ჩემთან,მაგრამ მათაც კი ქონდათ ჩემი შიში..
მეორე დასვენებაზე უკვე ლიზიმ ცადა კონტაქტში შემოსვლა.
- ლუკა გქვია ხო შენ ?
- კი ლუკა მქვია - ნაწყენი ტონი შეიმჩნეოდა ჩემს ხმაში
- ძალიან ნიჭიერი ხარ,დიდი მომავალი გაქვს თუ ასე გააგრძელებ - მითხრა და თვალების ფახუნი დაიწყო,თითქოს გამეპრანჭა.
- დიდი მადლობა - ჩემს ხმაში უკვე სიამაყე შეიმჩნეოდა
გაკვეთილები,რომ მორჩა ლიზის წამოვეწიე და ვკითხე:
- გინდა სახლში გაგაცილებ ?
- კარგი წავიდეთ - მითხრა თითქოს ბედნიერმა

No comments:

Post a Comment