Sunday, February 2, 2014

ნუ ღელავ (ნაწილი 3)


ნუ ღელავ (ნაწილი 3)

როცა გამეღვიძა უკვე საღამო იყო,ფული ავიღე და მაღაზიაში ჩავედი..

სიგარეტი,კვერცხი და პური ვიყიდე..
მაღაზიიდან,რომ გამოვედი ბიჭი იჯდა და მკითხა:
- უკაცრავად სიგარეტი ხომ არ გაქვს?
- კი - ვუთხარი და სიგარეტის კოლოფი გავუწოდე
- მაპატიე ჩემო ძმაო,წყალს ვერ მიყიდი ??
მისმა სიტყვებმა რატომღაც გული ჩამწვა და შევთავაზე ჩემთან ამოსულიყო სახლში და ვაჭმევდი კიდევაც..
***
სახლში ავედით კვერცი შევწვი და ჭამა დავიწყეთ.
- მაპატიე მეგობარო,რომ შეგაწუხე უბრალოდ კაიფში ვარ და ძალიან მწყუროდა..
- არა რა შემაწუხე კაცო,მაინც მარტო უნდა ვიყო ალბათ 2 კვირა და თუ გინდა იყავი - თითქოს თავისი საქციელით და გულახდილობით ჩემი ნდობა მოიპოვა..ისევ მე ვკითხე:
- რის კაიფში ხარ ? 
- წამალი გავიკეთე და დოზა ბევრი მომივიდა მგონი
- და რას გრძნობ ეხლა ? მე არასდროს გამისინჯავს მსაგვსი რამ,მხოლოდ სიგარეტს ვეწევი
დაიწყო და რა დაიწყო..
- წამალს როცა ვიკეთებ,ყველაფერს ფერადად ვხედავ,ყველა პრობლემა მავიწყდება,თითქოს ამ ცხოვრებას,რეალობას ვწყდები და ჩემს საკუთარ სამყაროში შევდივარ.
ამ სიტყვების მერე მეც მომინდა გამესინჯა ეს წამალი
- სად შეგვიძლია მაგის შოვნა ? დამზადება იცი ?
- აფთიაქში ვიყიდით საჭირო მასალას და დავამზადებთ,კი კაცო დამზადებას რა უნდა..
- შეგიძლია ვიყიდოთ ?
- კი,ფული გაქვს ??
- კი მაქვს,წამო ვიყიდოთ..
***
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,ვიყიდეთ წამლისთვის მასალა და ავედით სახლში
რაღაცეები იჩალიჩა,სადღაც 1 საათი დასჭირდა..როცა დაამთავრა "ბაიანში" ჩაასხა და მითხრა:
- თუ ცუდად იგრძნობ თავს,აუცილებლად მითხარი და რამეს ვიზავთ
როცა გამიკეთა წამალი თითქოს თავში წნევამ ამარტყა და ყველაფერი გაჩერდა..
წამი არ იყო გასული უკვე "მაგრად" ვგრძნობდი თავს,ყველაფერი კარგად იყო,რაც მთავარი იყო ცივი წყალი და სიგარეტი გვქონდა მეტი რა გვინდოდა ისეთ კაიფში ვიყავით..
როცა გათენდა ბიჭმა მითხრა:
- ლუკა ჯიგარო წავალ ეხლა მე,გამოვიცვლი ტანსაცმელს და ისევ მოვალ.
- ჩემები ჩაიცვი კარადაშია ყველაფერი - ვუთხარი და სავარძელში ჩავეშვი თითქოს მოვწყდი
- არა,არა წავალ თან სახლში ერთი კვირაა არ ვყოფილვარ და საღამოს მოვალ..
- კაი,როგორც გინდა - ვუთხარი და წამოვდექი გასაცილებლად
ბიჭი სანამ გავიდოდა,მომიტრიალდა და მითხრა:
- ხო მართლა მე ნიკა მქვია..
- სასიამოვნოა,ჩემი სახელი კი იცი და გელოდები.
არაფერი აღარ უთქვამს ისე ჩაირბინა კიბეებზე..
წავიდა და სულ გადამავიწყდა ნიკუშა,საღამო ხანს ჩავედი მაღაზიაში და საჭმელი ვიყიდე.
გემრიელად გეახელით და კომპიუტერს მივუჯექი.
ჩავრთე Skrillex - TRY IT OUT .. ჩემს სტიქიაში ვარ..
კარზე კაკუნია. გავაღე და დგას 3 ახმახი ტიპი არც კი მეკითხებიან ისე შემოდიან სახლში..
სხდებიან მდივანზე..
- სახლი  უნდა გავჩხრიკოთ - მეუბნება ერთ-ერთი და მიბღვერს
- რა სახლი უნდა გაჩხრიკოთ,ღადაობთ თქვენ ? მარტო ვარ სახლში მშობლები არ არიან რამოდენიმე დღეა უკვე,ჩამოვლენ და მერე გაჩხრიკეთ.. - თან ხმაში აშკარად შიში მეტყობა
- ბიჭოო - წამოხტა ერთი და საყელოში მწვდა
- უნდა გავჩხრიკოთ აი ორდერი,დაეგდე აქ და ჩვენ გავჩხრიკავთ
ხმას ვეღარ ვიღებ,არ გადამიყრია წამლის რაღაცეები,ნეტა თუ მიაგნებენ,და უკვე ვხვდები თუ იპოვეს რაც მოხდება...
სამზარეულოდან გამოდის კაცი და მანახებს პარკში ჩადებულ "პუზირს","ბაიანს" და ტაბლეტების ცარიელ ფირფიტას..
აი ეხლა ყველაფერი მორჩება,და ვბრუნდები უკან ვიცი უკვე ნარუშნიკებს დამადებენ,წამიყვანენ მცემენ მერე აღიარებით ჩვენებას მიმაცემინებენ და ასე მორჩება ჩემი ისტორიაც. 
- შე პატარა ლაწირაკო შენნაირები როგორ მომრავლდენ,პატრონი არ გყავთ ამ ყლეობას რო გაკეთებინებენ - მეუბნება და თავში მირტყავს
ვეცემი დაბლა,ვცდილობ წამოდგომას,მეორე კაცი მეხმარება წამოდგომაში,კიბეებზე ჩამათრიეს მანქანაში ჩამტენეს და როცა განყოფილებაში ამიყვანეს მხოლოდ მაშინ დარეკეს ჩემს მშობლებთან..
აბა ბათუმიდან ასე სწრაფად როგორ ჩამოვიდოდნენ ამ 6 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მირტყავდნენ და მაწამებდნენ.
ჩამოვიდა მამაჩემი ..

No comments:

Post a Comment