Saturday, February 1, 2014

არასოდეს დანებდე (ნაწილი 2)

არასოდეს დანებდე (ნაწილი 2)
* * *
- სანდრიკ როგორ ხარ ძმა ?
- რავიცი არამიშავს,შენ როგორ ხარ?
- არამიშავს,ბიჭები საით არიან?
- არ ვიცი არავინ არ მინახავს,ბიჭო ფული მჭირდება და ბიჭებს უთხარი რა
- რამდენი გჭირდება ? ბევრი ?
- 200-300 ლარი მჭირდება რა
- კაი დაგირეკავ საღამოს

* * *
სანდრო გირეკავენ გვანცა სანდროს აწვდის ტელეფონს
_ხოო ძმა, რა ქენი ? კაი ძმა ჯიგარი ხარ გამოვალ ეხლავე.
- საით??
- 10 წუთში მოვალ..

* * * 
- ყველას ვუთხარი ძმა და აი ეს არის რა
- რამდენია ?
- 230 შევკარით მარტო,ხო მშვიდობაა ?
- კი მშვიდობაა,გაიხარე გნახავ ამ დღეებში რა
- კაი ძმა ჭკვიანად იყავი
სანდრო და გიო დაემშვიდობნენ ერთმანეთს 

* * * 
- გამარჯობა,გოგონასთვის ტანსაცმელი მინდა და არჩევაში ხომ ვერ დამეხმარებით?
- კი რატომაც არა
- აი ამ კაბაზე რას იტყვი ? ლამაზია ხო?
- კიი მშვენიერია 
- ძაან გიყვარს ? ეკითხება კონსულტანტი გოგონა სანდროს
- ვინ ? ეკითხება სანდრო და უღიმის
- ვისთვისაც ყიდულობ ტანსაცმელს.
- მეგობარია უბრალოდ
- აა გასაგებია
უღიმიან კონსულტანტი და სანდრო ერთმანეთს
- შენ რა გქვია ?
- სანდრო შენ ?
- სალი
 - დიდად მოხარული ვარ ჩემო სალი
გადაიხადა სანდრომ ტანსაცმლის საფასური და ტაქს აჩერებს.
- რა კაი ამინდია არაა ?
- რაა?? ფხიზლდება ოცნებებში ჩაძირული სანდრო მძღოლის კითხვაზე
- კაი ამინდია თქო
- კიი ნამდვილად მშვენიერი ამინდია!

* * *
სანდრო შედის სახლში პარკებს მდივანზე ყრის და მაცივარს აღებს,კოლას სვამს და გადის ოთახში.
გვანცას და საბას ძინავთ
სანდრო გვანცას საწოლზე ჯდება და თმაზე ეფერება
- მოხვედი სანდროო ?
- გაგაღვიძე ? რა საყვარლად გეძინა
- ეს რა პარკებია ?
- შენი ტანსაცმელია
- უიიი დიდი მადლობა
- არაფრის,ნახე აბა მოგეწონება ?
გვანცა პარკებს ქექავს
- ვაუ რა საყვარელი კაბაა,დიდი მადლობა
სანდრო იღიმის,მიხარია რომ მოგეწონა 

* * *
- გვანც რაღაც უნდა გითხრა.
- გისნემ სან
- დაპატიჟებული ვარ დაბადების დღეზე,ყველა შეყვარებულებთან ერთად იქნება და მარტო წასვლა რაღაც პონტში მიტყდება და წამოხვალ?
- როგორც შენი შეყვარებული?
- ხოო რა მხოლოდ მაგ საღამოს გთხოვ
- კაი წამოვალ

* * *
გვანცა არაჩვეულებრივ ფორმაშია, რასაც ქვია ზე ქალია,სანდრო როგორც ყოველთვის ჯინსი,საროჩკა და კედები.
- ვაა სანდრიკაც მოვიდაა - ეხვევა ქერა გოგო
- რავა ხართ ბავშვებო ?
- ვინაა ბიჭო ბავშვი - ისმის სანდროსთვის ნაცნობი თან უცნობი ხმა
- სოოფიიი ) ჩემი ლამაზი როგორ ხარ?
სანდრო გაოცებული ეხვევა ძალიან ლამაზ გოგოს!
მგონი კაი პონტი უნდა იყოს ფიქრობს გვანცა და არყის ჭიქას ცლის

* * *
- პატარა ბევრი ხო არ დალიე უკვე ?
ისმის სანდროს ხმა
- მგონი შენ ჩემზე მეტი დალიე სანდრო 
- არაა მაგრად ვარ ძაან. არ წავიდეთ ?
- სახლში ?
- არა,პარიზში 
იცინის ორივე
წამო წამო სანდრო ხელს კიდებს გვანცას და გარეთ გაყავს.
ტაქს აჩერებენ და მიდიან.

* * *
- ხო გითხარი ბევრი არ დალიო თქო
- კაი მაპატიე,რომ არ დაგიჯერე. - ვაიმე დედა ვკვდები მგონი ამბობს გვანცა
- არ მოკვდები იცოცხლე,ჯერ მჭირდები
- რააა? გამოფხიზლდა უცბათ გვანცა
- არაფერი დაიკიდე გააგრძელე შენ რწყევა.საბა ძმურად ნაბეღლავი ამოიტანე რა
- კაი ფული მომე

* * * 
გვანცა ცდილობს საწოლიდან წამოდგეს,თავი უსკდება.
- ოხ ეს პახმელია არაა ხელს ხვევს სანდრო
- შენ ჩემთან გეძინა ? 
- ხო,არაფერი მიქნია 
ძლივს იცინიან თან ორივე წუწუნებს თავის ტკივილის გამო

* * * 
საბა და გვანცა ჩაის სვავენ,სანდრო ყავას 

- გვანც მაღაზიაში ჩახვალ ? რამე ვჭამოთ მომშივდა
- რა წამოვიღო ?
- რავიცი,ქალი შენ ხარ და რამეს ნახავ რა

* * *
- ბიჭო რაღაც უნდა გკითხო რა და ჯიგრულად მიპასუხე კაი ?
- გიყვარს ?
- საიდან მიხვდი ძმობას გაფიცებ?
- კაი რა საიდან მივხვდი,მე ესეთ სანდროს არ ვიცნობ 
- ძაან შევიცვალე ხო ?
- დაიკიდე,მთავარია უკეთესობისკენაა ყველაფერი,უთხარი უკვე ?
- არა,ჯერ მინდოდა შენთვის მეკითხა.
- მე რა ხანუმა ვარ შეჩემა ? 
იცინის ორივე
- რო ამოვა მე გავალ ოთახში და უთხარი

No comments:

Post a Comment