Saturday, February 1, 2014

არასოდეს დანებდე (ნაწილი 3)

არასოდეს დანებდე (ნაწილი 3)

* * * 
გვანცამ მაგიდაზე დააწყო პარკები
- აუ სიგარეტი არ მოიტანე ხო ?
- ეგ არ დამავიწყდებოდა ხო იცი  ? პირველი ეგ ვიყიდე
- ჯიგარი ხარ 
საბა უკიდებს სიგარეტს და გადის ოთახში.
- გვანც სალაპარაკო მაქვს
- მითხარი
- იცი იმ ღამეს როცა შენ მოხვედი,იქიდან ჩვენც ოჯახში ყველაფერი შეიცვალა
- რა შეიცვალა ვითომ?
- ყველაფერს ხალისით ვეკიდებით მე და საბა.კაროჩე ვაფშე ყველაფერი წესრიგშია ტვინის გარდა
- ტვინს რას უწუნებ?
- არ ვიცი,მგონი მიყვარხარ იცი ?
- მგონი რა უბედურებაა ბიჭო 
ეცინება გვანცას,მაგრამ სანდროს ღიმილიც არ ეტყობა სახეზე
გვანცა ახლოს იწევა სანდროსთან და ყურში უჩურჩულებს :
- მეც მიყვარხარ
გვანცა და სანდრო კოცნას აპირებენ როცა საბა გამოვარდა ყვირილით
- მოვიგეე ! იეს იეს იეს 
- რა მოიგე ბიჭო ? კითხულობს გვანცა
- 346 ლარი და 34 თეთრი
- კაი რას გვეღადავები შეჩემა
- დავსვი გუნდები,გუშინ რო გითხარი დავდე თქო ტოტალიზატორში.
- ვაფშე არ მახსოვდა, მეც მოვიგე შეჩემა.
- შენც გეწერა ბილეთი ?
- მე უბილეთოდ მოვიგე ჯეკპოტი - ამბობს სანდრო და გვანცას ისვავს კალთაში.
- ვავავავა გილოცავთ, მეჯვარე მე ვარ ხო ? 
იცინის საბა
- არა ჯემალი ბიძია 
- ჯემალი ბიძია ვინაა ? კითხულობს გვანცა გაკვირვებული.
- საბას მამაა 
იცინის ყველა

* * * 
გათენდა.
საბა შედის,სანდროს და გვანცას ოთახში და სიცილით კითხულობს!
- პირველმა ღამემ როგორ ჩაიარაა ?
- ჯიგრულად -ამბობს სანდრო და თვალს უკრავს გვანცას
- გაეთრიეთ ეხლა ორივე აქედან - იცინის გვანცა.

* * * 
- არ ავღნიშნოთ ?? დავლიოთ რა
- ამოიტანე რამე და დავლევთ
იცინის გვანცა
- აუუ სულ მე რატო ტო? ერთხელ შენ ჩადი რა 
იღუშება საბა
- მე ფულს ვიხდი შენ ჩადიხარ,ამოგაქ საჭმელ-სასმელი და გვანცა ამზადებს..
- კაი ხოო,მომე ფული

* * *
- სანდრო დიდი ხანია უკვე გიცნობ და შენი ისტორია არ ვიცი,შეგიძლია მომიყვე?
- ჩემს შესახებ მხოლოდ საბამ იცის
- მე არ მომიყვები ?
- 8 წლის ვიყავი როდესაც მამა გარდაიცვალა,ოხაჯში მძიმე სიტუაცია შეიქმნა,გაუსაძლისი პირობების გამო დედაჩემი იტალიაში წავიდა სამუშაოდ,ჩემი თავი კი ბებიაჩემს დაუტოვა,როდესაც 14 წლის გავხდი ბებია გარდაიცვალა და დავრჩი ასე მარტოდ მარტო 14 წლის ბიჭი,სწავლას თავი დავანებე,დედაჩემი მიგზავნის ფულს ამდენი წელია და იმით ვცოცხლობ,მე თვითონ ვირეცხავ,საჭმელს თვითონ ვიკეთებ და ა.შ ! მაგრამ მამა მასწავლიდა ხოლმე ბავშვობაში რომ არასოდეს დავნებებულიყავი
ასე გავხდი 16 წლის,როდესაც საბას ოჯახში სიტუაცია დაეძაბა,სახლიდან წავიდა..
4 ან 5 დღე ვერავინ პოულობდა,გადავწყვიტე ჩვენი ბავშვობის საყვარელ ადგილას წავსულიყავი,პატარა საყვარელი ქოხი გვქონდა აშენებული რომელსაც დღემდე ვიყენებთ ხოლმე ხანდახან,იქ გავატარეთ თითქმის მთელი ბავშვობა ხოდა როცა იმ ადგილას მივედი,საბა დამხვდა,ძალიას საწყლად,ჭუჭყიანი ტანსაცმლით,მშიერ-მწყურვალე.
მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე ჩემთან საცხოვრებლად.იმ დღიდან მოყოლებული ერთი დღეც არ გასულა ისე რომ ერთად არ დაგვეძინა და ერთად არ გაგვეღვიძა,სულ ერთად ვართ,დედაჩემი როცა გზავნის ტანსამელს,რასაც მე მიგზავნის იმას უგზავნის საბასაც.
ახლა კი შენ გადმოხვედი ჩვენთან და უფრო სითბომ დაისადგურა ამ ოჯახში,მინდა რომ საბა ისე შეიყვარო როგორც მე მიყვარს.ჩათვალე რომ ის ჩემი ძმაა და ისე მოექეცი როგორც საკუთარ ძმას მოექცეოდი...

- რა გატირებს გვანც ?
საბა მოსულა და ვერც შეამჩნიეს
- უიი მოხვედი ? გვანცა ცრემლებს იწმენდს
- გისმენდით რასაც ლაპარაკობდით მანდ სატირალი რა არის ? იცინის საბა
- უბრალოდ ძაან გულჩვილი ვარ - ამბობს გვანცა
- თავიდან ჩვენც ვიგრუზებოდით,მაგრამ ეხლა რაღაც პონტში გვისწორდება კიდევაც დამოუკიდებლად ცხოვრება.


No comments:

Post a Comment