არასოდეს დანებდე (ნაწილი 4)
* * *
გათენდა.
მზიანი დღეა,გვანცა ჩაის სვამს,ბიჭებს სძინავთ.
გამოტანტალდა სანდრო საცვლის ამარა წყალი დალია და საპირფარეშოში შევიდა.
- სანდროოო,ჩაის დალევთ ?
- ყავა მოგვიდუღე .
* * *
- ადექი რა შეჩემა ყავა გაცივდა
- ხო ვდგებიიი
* * *
- სანდრიკ რაღაც უნდა გითხრა.
- რა ხდება გვანც ?
- არაფერი ისეთი,გითხრა ?
- მე გავალ. - ამბობს საბა და კარებს აღებს
- იყავი,დასამალი არაა .
- მიდი მითხარი ჰაა.. - უკვე ბრაზდება სანდრო
- ორსულად ვარ - ამბობს გვანცა და ინაბება
- დაიფიცეე ? სანდრო და საბა ერთდროულად ამბობენ და გაოცებული სახით გვანცას უყურებენ
- სანნ შენთავს ვფიცავარ,მალე მამა გახდები !
სანდრო ეხვევა გვანცას და ცრემლები მოსდით ორივეს,საბა დაბნეულია არ იცის რა ქნას და ორივეს ერთად იხუტებს.
- აუუ რა მაგარია ძმიშვილი,ამბობს საბა და ბედნიერი სახით სანდროს უყურებს
- აუუ ჭკუაზე არ ვარ,ხვალ ფართს ვაწყობთ და ვსვავთ !
- ასწორებს,ჩვენებს დავურეკო ?
- ყველას ვაფშე ! ყველამ უნდა იცოდეს ეს ამბავი.
* * *
კარზე ზარია
-გააღეთ ვინმემ კარიი რა ყვირის სამზარეულოდან სანდრო
გვანცა კარს აღებს და შემოდის მაღალი ქალი,ძალიან ლამაზი
- შენ ხარ ? ეკითხება ქალი გვანცას და სახე ებადრება
- ვინ გნებავთ ქალბატონო ? გაუცებული ეკითხება გვანცა
- ვინ არის გვანცც ? სამზარეულოდან ყვირის სანდრო
ქალს ცრემლები მოსდის და კარს ეყუდება
- კარგად ხართ ქალბატონო ? ეკითხება გვანცა დაბნეული
- სანდროო მოდი ერთი წუთი რა ვიღაც ქალია მგონი ცუდადაა !
სანდრო გამორბის სამზარეულოდან ხედავს ქალს და ჩერდება.
- სანდრო რა დაგემართა მოდი ცუდადა ადამიანი.
რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ სანდრო ამბობს:
- დედა ? არ მჯერა
სანდრო გამორბის და ქალს ეხვევა
რა საოცარი სანახავია მონატრებული დედა-შვილი
შემოდი დე.
- ეს გვანცაა ჩემი მეუღლე, ეს დედაჩემია ნინო
ქალი და გვანცა ეხვევიან ერთმანეთს თითქოს დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს..
- სასიამოვნოა,ამბობს ბედნიერი სახით ქალი
- ჩემთვისაც ხელს ხელზე კიდებს გვანცა
- რამ წამოგიარა ასე უცბათ რომ დაგვადექი ? გეთქვა მაინც დაგხვდებოდით აეროპორტში
- გუშინ საბამ დამირეკა,რო დავინახე საბა რეკავდა შემეშინდა ვიფიქრე რამე მოხდა თქო.რო ვუპასუხე აბა რა მითხრა ?
- რავი,ეგ ხო დებილია
- დედი მალე ბებია გახდებიო, მეგონა მაგ ჩერჩეტმა მოიყვანა ცოლი?
- ვინაა ჩერჩეტი ? კითხულობს ოთახიდან გამოსული საბა
- დედიიკო - ქალი ეხუტება საბას
- ხო კაი რამე მოვიფიქრე სანდრიკ ?
- კიი ძაან გამიხარდა შენთავს ვფიცავარ,აი ნაღდად არ მოველოდი დედას თუ ჩამოიყვანდი აქ
* * *
რძალ-დედამთილი სუფრას შლიან თან ერთმანეთს თვალებს უციმციმებენ.
- მზად არის,მოდით ბიჭებო - იძახის დედა
- მოდიით - ბანს აძლევს გვანცა
ყველა სუფრას მიუსხდნენ,საბამ ღვინო ჩამოასხა და სადღეგრძელოზე გადავიდა მაშინვე
-ჩავყლაფო ორი ლუკმა შეჩემა და სად წავა ეგ ჭიქა.
- ჭიქა აწიე ბიჭო - თვალს უკრავს საბა
- მოდით ამ ჭიქით უფალს გაუმარჯოს ! უფლის დიდება იყოს ჩემო საყვარელო ხალხო!
ყველაფერი უფლის დამსახურებაა დედამიწაზე,ჩვენ რომ ეხლა 4 ადამიანი ბედნიერები ვზივართ მეხუთეს მოლოდინში,ესეც ხომ უფლის დამსახურებაა.მე და სანდრომ რომ ამდენი წლები გავლიეთ ობლობაში და მაინც კარგად ვგრძნობთ თავს ესეც ხომ უფლის დამსახურებაა.
ეხლა რძალ-დედამთილის გაშლილ სუფრასთან რომ ვზივართ ესეც უფლის დამსახურებაა,ყველაფერი კარგი ხომ უფლის დამსახურებაა,
უფლის დიდება იყოს !
საბამ თვალები რომ გაახილა დაინახა სანდრო,გვანცა და ნინო დეიდა როგორ ტიროდნენ
- საბა ნამდვილად არ მეგონა ამდენი თუ შეგეძლო - ამბობს გვანცა
- ე ჩემი გაზდილია და აბა როგორ იქნება - ჩაერთო სანდრო
- მოდი დედიკომ გაკოცოს - ნინო დეიდა იხმობს საკოცნელად საბას
საბა კოცნის ნინო დეიდას და გაბადრული სახით ჯდება სკამზე
- გაუმარჯოს - წარმოსთქვა სამივემ ერთდროულად და ჭიქები დაცალეს!
No comments:
Post a Comment