Sunday, February 2, 2014

ნუ ღელავ (ნაწილი 2)


ნუ ღელავ (ნაწილი 2)
***
მთელი გზა ხმა არ ამომიღია..ალბათ მრცხვენოდა ან რაღაცის მეშინოდა,ძნელი გადმოსაცემია ის გრძნობა რასაც მაშინ ვგრძნობდი..
გოგო იყო თითქოს ნახატი..
მწვანე თვალები,ქერა თმა..
გაბუტული ტუჩები ქონდა კოცნა კი არა მოფერება მინდებოდა ხოლმე..
სახლში მისვლამდე ვუთხარი:
- ლიზი შენ კარგი გოგო ხარ,ლამაზი,ნიჭიერი და რაც მთავარია კარგი ხასიათი გაქვს,ძალიან მომწონხარ.. - ამ სიტყვების შემდეგ ვეღარ გავაგრძელე საუბარი,ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს იგივეს ფიქრობდა,მაგრამ სხვა რამე მითხრა
- იცი ლუკა შენც კარგი ბიჭი ხარ,მაგრამ არ მინდა მე ჯერ შეყვარებული,ჯერ მინდა ვისწავლო..
ამ სიტყვების დამთავრება იყო და სახლთანაც მივედით,ლიზიმ მითხრა:
- კარგი წავედი აი დედაჩემიც იყურება ფანჯრიდან და გამიბრაზდება,მადლობა,რომ მომაცილე..
ხმა არც ამომიღია ისე წამოვედი,თითქოს გული ჩამწყვიტა მისმა სიტყვებმა..
დრო გადიოდა არ ჩერდებოდა,ყველა იღიმოდა,ყველა იცინოდა,მე კი უბრალოდ ვიჯექი,ისეთი სახე მქონდა,არავინ მეკარებოდა..
სულ ვცდილობდი,რომ მისი ყურადღება მიმექცია მაგრამ ამაოდ,ისეთი ადვილი არ ყოფილა მისი გრძნობის მოპოვება,როგორც სხვა გოგოების,
ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა..
***
უკვე ზაფხული იყო.რამოდენიმე დღეში სკოლიდან უნდა დავეთხოვეთ. კლასელები ამბობდნენ ვინ სად წავიდოდა,როცა ისინი საუბარს იწყებნენ მე კლასიდან გავდიოდი,არ მინდოდა ამ სისულელეების მოსმენა,ჩემი გაჭირვება მყოფნიდა..გოგო შემიყვარდა ბოლო ამოსუნთქვამდე..მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო,მაგრამ ის თავს იკავებდა და არ მეკარებოდა..

*** 
ყველასთვის ნანატრი დღე დადგა,სკოლიდან დაგვითხოვეს და ყველა დასასვენებლად წავიდა..მე თბილისში დავრჩი არ დავთანმხდი მეგობრების შემოთავაზებებს და ვამჯობინე თბილისში ვყოფილიყავი..ყოველ ღამე ლიზიზე ვფიქრობდი,მინდოდა რამე ეთქვა,სიზმარში მაინც,მაგრამ რათ გინდა,ხომ გაგიგიათ "ოცნებას კაცი არ მოუკლავს"
ხოდა ასე მიდიოდა ჩემი ოცნებებიც..
დილით ჩემმა პატარა დამ გამაღვიძა,და მითხრა:
- ლუკა ადექი მივდივართ.
- სად მივდივართ ? - ცოტახანი დამაძინეთ რა
- მამამ თქვა ტანსაცმელი ჩაალაგეთ და ბათუმში წავიდეთო..
- არ მინდა მე,თქვენ წადით მე დავრჩები - ვუთხარი და გადავბრუნდი დასაძინებლად,მაგრამ ვერ დავიძინე,10 წუთიც არ იყო გასული მამა შემოვიდა ოთახში და მაშინვე მითხრა გადმობრუნდი სალაპარაკო მაქვსო..
გადავბრუნდი და ვიკითხე:
- გისმენ მამა,რა ხდება?
- მითხარი შვილო რა გჭირს,სულ შეიცვალე,არ სწავლბდი და უცებ სწავლა დაიწყე,თითქოს დიდი სიყვარული მოგწოლია და არაფრის საშვალებას არ გაძლევს..
- კი,მამა მართალი ხარ,მიყვარს,ძალიან მიყვარს,მაგრამ მას არ ვუყვარვარ ყოველთვის იგნორს მიკეთებს..
- შვილო "ნუ ღელავ" ყველაფერი კარგად იქნება,ხომ გაგიგია " იგი წავა და სხვა მოვა,ტურფასა საბაღნაროსა"
ამ სიტყვებმა გული უფრო მატკინა რადგან,მამაჩემიც ვერ ჩაწვდა ჩემს გრძნობებს და ვერ გამიგო.
- კარგი,მამა თქვენ წადით მე არ მინდა ბათუმში წამოსვლა..
მამამ ფული დატოვა ლოგინზე და გავიდა ოთახიდან,მე ისევ გადავბრუნდი და დავიძინე.


No comments:

Post a Comment