ტელეფონზე დავრეკე და ქალმა მიპასუხა:
- გისმენთ - მეუბნება ნამტირალევი ხმით
- რომელი ხარ ?
- იცით მანქანა გადაბრუნდა და მსხვერპლის ტელეფონი რო რეკავდა ვუპასუხე ვინ ხართ თქვენ ?
- რაა? სად ? რა ადგილას ხართ ?
- ლესელიძის 21
ტელეფონი გავთიშე და ტირილით გავვარდი გარეთ.ტაქსი გავაჩერე და ჩავხტი
- სასწრაფოდ ლესელიძის 21 ში წამიყვანეთ..
მივედით ადგილზე,ტაქსის 20 ლარიანი მივეცი და გადავხტი მანქანიდან..
მივედი,მანქანა მანქანას აღარ გავს,მანქანას ვინ ჩივის მამაჩემს ვერ ვპოულობ ხალხია შეკრებილი,პოლიციაც მობილიზებულია ასე 4-5 მანქანა იქნებოდა,ვყვიროდი,ვწიოდი მაგრამ ამაოდ,პოლიციის თანამშრომელმა მითხრა :
- იაშვილში გადაიყვანა სასწრაფომ მძიმე სიტუაციია..
ისევ უკან გავიქეცი და ტაქსისტმა ხელი დამიქნია,ის ტაქსი იყო 20 ლარი რო დავუტოვე,იაშვილში წამიყვანა..მამაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ სულ დამტვრეული იყო
მორიგეს ვკითხე როგორი ამბავია ხო არ იცი თქო
ისე შემომხედა თითქოს ნისიაზე ავიღე რამე და ვალი არ გადავიხადე
20 წუთიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა..მივვარდი
- ექიმო მამაჩემი როგორ არის ? რა სიტუააციაა ? ხო გადარჩება ? - მივაყარე კითხები
- ნუ ღელავ,კარგად იქნება - ამ სიტყვებმა თითქოს დამამშვიდა
რამოდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად ვიჯექი მოსაცდელში,რამოდენიმე ჭიქა ყავაც დავლიე..
გარეთ გავედი რათა რამე მეჭამა,ამ დროს ჩემი ოჯახის სხვა დანარჩენი წევრებიც მოვიდნენ,ნათესავებიც და მამაჩემის ძმაკაცებიც..
ყველა მეკითხებოდა რა ხდებოდა და რა ვითარება იყო მაგრამ საერთოდ არ ვიყავი იმის ხასიათზე რომ ვინმესთვის რამე მომეყოლა და ამეხსნა.
შინაგანად თავს ცარიელად და მარტოსულად ვგრძნობდი,ლიზის დავურეკე:
- ხო ლუკ,რა ხდება? - ნამძინარევი ხმით მითხრა
- გაგაღვიძე პატარავ? - თითქოს ვინანე რომ დავურეკე
- არაფერია,მითხარი რა ხდება?
- მამა ავარიაში მოყვა და არ ვიცი გადარჩება თუ არა.
- სად ხართ?? ეხლავე გამოვალ
- იყავი არ გინდა,დაიძინე უბრალოდ თავი მარტო ვიგრძენი და მაგიტომ დაგირეკე..
- მითხარი თქო სად ხარ?
- იაშვილში ვარ,თუ გამოსვლას დააპირებ მითხარი და ტაქსის ფულს დაგახვედრებ.
- არ მინდა მაქვს - მითხრა და გამითიშა..
ათიოდე წუთში ლიზი მოვიდა..არაფერი უთქვამს ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო.
- კაი ლიზი ნუ ღელავ..ყველაფერი კარგად იქნებაო ექიმმა მითხრა.
ლიზიმ ტირილი განაგრძო ხმას არ იღებდა
ლიზის ცრემლები მოვწმინდე და მოსაცდელში შევედით,ველოდებოდით ექიმს რომ რამე კარგი ეთქვა.
ექიმი გამოვიდა სახეზე ვამჩნევდი,რომ კარგი არაფერი ხდებოდა..
- ქალბატონო თქვენი მეუღლე გარდაიცვალა - უთხრა დედაჩემს.
დედაჩემს გული წაუვიდა,უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა,დედა მალევე მოასულიერეს,ცრემლები ვერ შევიკავე და საავადმყოფოდან გავედი,რომ ჩემი ცრემლები არავის შეემჩნია.