Sunday, February 2, 2014

ნუ ღელავ (ნაწილი 5)


ნუ ღელავ (ნაწილი 5)
ტელეფონზე დავრეკე და ქალმა მიპასუხა:
- გისმენთ - მეუბნება ნამტირალევი ხმით
- რომელი ხარ ?
- იცით მანქანა გადაბრუნდა და მსხვერპლის ტელეფონი რო რეკავდა ვუპასუხე ვინ ხართ თქვენ ?
- რაა? სად ? რა ადგილას ხართ ? 
- ლესელიძის 21
ტელეფონი გავთიშე და ტირილით გავვარდი გარეთ.ტაქსი გავაჩერე და ჩავხტი
- სასწრაფოდ ლესელიძის 21 ში წამიყვანეთ..
მივედით ადგილზე,ტაქსის 20 ლარიანი მივეცი და გადავხტი მანქანიდან..
მივედი,მანქანა მანქანას აღარ გავს,მანქანას ვინ ჩივის მამაჩემს ვერ ვპოულობ ხალხია შეკრებილი,პოლიციაც მობილიზებულია ასე 4-5 მანქანა იქნებოდა,ვყვიროდი,ვწიოდი მაგრამ ამაოდ,პოლიციის თანამშრომელმა მითხრა :
- იაშვილში გადაიყვანა სასწრაფომ მძიმე სიტუაციია..
ისევ უკან გავიქეცი და ტაქსისტმა ხელი დამიქნია,ის ტაქსი იყო 20 ლარი რო დავუტოვე,იაშვილში წამიყვანა..მამაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ სულ დამტვრეული იყო
მორიგეს ვკითხე როგორი ამბავია ხო არ იცი თქო
ისე შემომხედა თითქოს ნისიაზე ავიღე რამე და ვალი არ გადავიხადე
20 წუთიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა..მივვარდი
- ექიმო მამაჩემი როგორ არის ? რა სიტუააციაა ? ხო გადარჩება ? - მივაყარე კითხები
- ნუ ღელავ,კარგად იქნება  - ამ სიტყვებმა თითქოს დამამშვიდა
რამოდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად ვიჯექი მოსაცდელში,რამოდენიმე ჭიქა ყავაც დავლიე..
გარეთ გავედი რათა რამე მეჭამა,ამ დროს ჩემი ოჯახის სხვა დანარჩენი წევრებიც მოვიდნენ,ნათესავებიც და მამაჩემის ძმაკაცებიც..
ყველა მეკითხებოდა რა ხდებოდა და რა ვითარება იყო მაგრამ საერთოდ არ ვიყავი იმის ხასიათზე რომ ვინმესთვის რამე მომეყოლა და ამეხსნა.
შინაგანად თავს ცარიელად და მარტოსულად ვგრძნობდი,ლიზის დავურეკე:
- ხო ლუკ,რა ხდება? - ნამძინარევი ხმით მითხრა
- გაგაღვიძე პატარავ? - თითქოს ვინანე რომ დავურეკე
- არაფერია,მითხარი რა ხდება?
- მამა ავარიაში მოყვა და არ ვიცი გადარჩება თუ არა.
- სად ხართ?? ეხლავე გამოვალ
- იყავი არ გინდა,დაიძინე უბრალოდ თავი მარტო ვიგრძენი და მაგიტომ დაგირეკე..
- მითხარი თქო სად ხარ?
- იაშვილში ვარ,თუ გამოსვლას დააპირებ მითხარი და ტაქსის ფულს დაგახვედრებ.
- არ მინდა მაქვს - მითხრა და გამითიშა..
ათიოდე წუთში ლიზი მოვიდა..არაფერი უთქვამს ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო.
- კაი ლიზი ნუ ღელავ..ყველაფერი კარგად იქნებაო ექიმმა მითხრა.
ლიზიმ ტირილი განაგრძო ხმას არ იღებდა
ლიზის ცრემლები მოვწმინდე და მოსაცდელში შევედით,ველოდებოდით ექიმს რომ რამე კარგი ეთქვა.
ექიმი გამოვიდა სახეზე ვამჩნევდი,რომ კარგი არაფერი ხდებოდა..
- ქალბატონო თქვენი მეუღლე გარდაიცვალა - უთხრა დედაჩემს.
დედაჩემს გული წაუვიდა,უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა,დედა მალევე მოასულიერეს,ცრემლები ვერ შევიკავე და საავადმყოფოდან გავედი,რომ ჩემი ცრემლები არავის შეემჩნია.

ნუ ღელავ (ნაწილი 4)



ნუ ღელავ (ნაწილი 4)
***

შემოვიდა მამაჩემი ადვოკატის ამპულაში.
- შვილო ეს რა გამიკეთე? შემარცხვინე,გამანადგურე - და ცრემლებიც დააყოლა ამ სიტყვებს
ვეღარც მე მოვითმინე და ცრემლები წამომცვივდა პატარა ბავშვივით.
- მაპატიე მამა,გთხოვ მაპატიე.. - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე
- "ნუ ღელავ" შვილო ყველაფერი კარგად იქნება..მე დაგეხმარები 
- მამა დიდი მადლობა,გპირდები,რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება,შენ თავს ვფიცავარ შევიცვლები მაპატიე,ეს პირველად მოხდა და აღარ განმეორდება. - ვუთხარი და თითქოს გულიდან ლოდი მომწყდა.
მამაჩემი გავიდა ოთახიდან..
5 წუთში საჭმელი და სიგარეტი შემომიტანეს..
საჭმელი ვჭამე,სიგარეტი მოვწიე და დამეძინა კიდევაც..
2 თვეში სასამართლო ჩამიტარდა..
მამაჩემმა დიდი ბრძოლის შემდეგ სასჯელი მინიმუმამდე დააყვანინა მოსამართლეს და 6 თვე მომისაჯეს..
1 კვირაში არასრულწლოვანთა კოლონიაში ავჭალაში გადამიყვანეს..
ყველა გავიცანი,ყველასთან კარგად ვიყავი,მაგრამ ფიქრი არ მასვენებდა იმაზე,რომ ლიზის ვეღარასდროს ვნახავდი, მე ის დავკარგე,და კიდევ იმაზე ვდარდობდი და ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე,რომ სრულიად უცხო ადამიანი ოჯახში შემოვუშვი,ვენდე და ასეთი სისულელე ჩავიდინე,მან კი რა გამიკეთა მთელი ცხოვრება დამინგრია..
6 თვე ჩემთვის 6 საუკუნედ გაიწელა,დღეებს ვითვლიდი,როდის გავიდოდა ეს 6 თვე რომ გამოვსულიყავი გარეთ და ისევ ისე თავისუფლად როგორც ადრე დავდიოდი ისე ვყოფილიყავი..
***
როგორც იქნა დავახწიე ამ ჯოჯოხეთს თავი და გამანთავისუფლეს..
ვერ წარმოიდგენთ და (თქვენ კი არა მეც ვერ წარმოვიდგენდი) უშველებელი ჭიშკარი,რომ გაიღო პირველი ლიზი დავინახე..
გამოიქცა და ჩამეხუტა,დანარჩენებიც მომეხვივნენ,არ ვიცოდი რა ხდებოდა,ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ გარეთ ვიყავი და მერე კიდე ლიზი დამხვდა..
სახლში წავედით,ვიმხიარულეთ მოვილხინეთ და მამაჩემს ვთხოვე ლიზი გაეცილებინა სახლამდე..ლიზის დავემშვიდობე და მამაჩემმა წაიყვანა..
10 წუთში ლიზიმ დამირეკა 
- მივედი სახლში და მამაშენი წამოვიდა უკვე
ცოტახანს ვილაპარაკეთ,ტკბილი ძილი ვუსურვე და გავუთიშე ტელეფონი..
რამოდენიმე საათი გავიდა და მამაჩემი არ მოვიდა

ნუ ღელავ (ნაწილი 3)


ნუ ღელავ (ნაწილი 3)

როცა გამეღვიძა უკვე საღამო იყო,ფული ავიღე და მაღაზიაში ჩავედი..

სიგარეტი,კვერცხი და პური ვიყიდე..
მაღაზიიდან,რომ გამოვედი ბიჭი იჯდა და მკითხა:
- უკაცრავად სიგარეტი ხომ არ გაქვს?
- კი - ვუთხარი და სიგარეტის კოლოფი გავუწოდე
- მაპატიე ჩემო ძმაო,წყალს ვერ მიყიდი ??
მისმა სიტყვებმა რატომღაც გული ჩამწვა და შევთავაზე ჩემთან ამოსულიყო სახლში და ვაჭმევდი კიდევაც..
***
სახლში ავედით კვერცი შევწვი და ჭამა დავიწყეთ.
- მაპატიე მეგობარო,რომ შეგაწუხე უბრალოდ კაიფში ვარ და ძალიან მწყუროდა..
- არა რა შემაწუხე კაცო,მაინც მარტო უნდა ვიყო ალბათ 2 კვირა და თუ გინდა იყავი - თითქოს თავისი საქციელით და გულახდილობით ჩემი ნდობა მოიპოვა..ისევ მე ვკითხე:
- რის კაიფში ხარ ? 
- წამალი გავიკეთე და დოზა ბევრი მომივიდა მგონი
- და რას გრძნობ ეხლა ? მე არასდროს გამისინჯავს მსაგვსი რამ,მხოლოდ სიგარეტს ვეწევი
დაიწყო და რა დაიწყო..
- წამალს როცა ვიკეთებ,ყველაფერს ფერადად ვხედავ,ყველა პრობლემა მავიწყდება,თითქოს ამ ცხოვრებას,რეალობას ვწყდები და ჩემს საკუთარ სამყაროში შევდივარ.
ამ სიტყვების მერე მეც მომინდა გამესინჯა ეს წამალი
- სად შეგვიძლია მაგის შოვნა ? დამზადება იცი ?
- აფთიაქში ვიყიდით საჭირო მასალას და დავამზადებთ,კი კაცო დამზადებას რა უნდა..
- შეგიძლია ვიყიდოთ ?
- კი,ფული გაქვს ??
- კი მაქვს,წამო ვიყიდოთ..
***
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,ვიყიდეთ წამლისთვის მასალა და ავედით სახლში
რაღაცეები იჩალიჩა,სადღაც 1 საათი დასჭირდა..როცა დაამთავრა "ბაიანში" ჩაასხა და მითხრა:
- თუ ცუდად იგრძნობ თავს,აუცილებლად მითხარი და რამეს ვიზავთ
როცა გამიკეთა წამალი თითქოს თავში წნევამ ამარტყა და ყველაფერი გაჩერდა..
წამი არ იყო გასული უკვე "მაგრად" ვგრძნობდი თავს,ყველაფერი კარგად იყო,რაც მთავარი იყო ცივი წყალი და სიგარეტი გვქონდა მეტი რა გვინდოდა ისეთ კაიფში ვიყავით..
როცა გათენდა ბიჭმა მითხრა:
- ლუკა ჯიგარო წავალ ეხლა მე,გამოვიცვლი ტანსაცმელს და ისევ მოვალ.
- ჩემები ჩაიცვი კარადაშია ყველაფერი - ვუთხარი და სავარძელში ჩავეშვი თითქოს მოვწყდი
- არა,არა წავალ თან სახლში ერთი კვირაა არ ვყოფილვარ და საღამოს მოვალ..
- კაი,როგორც გინდა - ვუთხარი და წამოვდექი გასაცილებლად
ბიჭი სანამ გავიდოდა,მომიტრიალდა და მითხრა:
- ხო მართლა მე ნიკა მქვია..
- სასიამოვნოა,ჩემი სახელი კი იცი და გელოდები.
არაფერი აღარ უთქვამს ისე ჩაირბინა კიბეებზე..
წავიდა და სულ გადამავიწყდა ნიკუშა,საღამო ხანს ჩავედი მაღაზიაში და საჭმელი ვიყიდე.
გემრიელად გეახელით და კომპიუტერს მივუჯექი.
ჩავრთე Skrillex - TRY IT OUT .. ჩემს სტიქიაში ვარ..
კარზე კაკუნია. გავაღე და დგას 3 ახმახი ტიპი არც კი მეკითხებიან ისე შემოდიან სახლში..
სხდებიან მდივანზე..
- სახლი  უნდა გავჩხრიკოთ - მეუბნება ერთ-ერთი და მიბღვერს
- რა სახლი უნდა გაჩხრიკოთ,ღადაობთ თქვენ ? მარტო ვარ სახლში მშობლები არ არიან რამოდენიმე დღეა უკვე,ჩამოვლენ და მერე გაჩხრიკეთ.. - თან ხმაში აშკარად შიში მეტყობა
- ბიჭოო - წამოხტა ერთი და საყელოში მწვდა
- უნდა გავჩხრიკოთ აი ორდერი,დაეგდე აქ და ჩვენ გავჩხრიკავთ
ხმას ვეღარ ვიღებ,არ გადამიყრია წამლის რაღაცეები,ნეტა თუ მიაგნებენ,და უკვე ვხვდები თუ იპოვეს რაც მოხდება...
სამზარეულოდან გამოდის კაცი და მანახებს პარკში ჩადებულ "პუზირს","ბაიანს" და ტაბლეტების ცარიელ ფირფიტას..
აი ეხლა ყველაფერი მორჩება,და ვბრუნდები უკან ვიცი უკვე ნარუშნიკებს დამადებენ,წამიყვანენ მცემენ მერე აღიარებით ჩვენებას მიმაცემინებენ და ასე მორჩება ჩემი ისტორიაც. 
- შე პატარა ლაწირაკო შენნაირები როგორ მომრავლდენ,პატრონი არ გყავთ ამ ყლეობას რო გაკეთებინებენ - მეუბნება და თავში მირტყავს
ვეცემი დაბლა,ვცდილობ წამოდგომას,მეორე კაცი მეხმარება წამოდგომაში,კიბეებზე ჩამათრიეს მანქანაში ჩამტენეს და როცა განყოფილებაში ამიყვანეს მხოლოდ მაშინ დარეკეს ჩემს მშობლებთან..
აბა ბათუმიდან ასე სწრაფად როგორ ჩამოვიდოდნენ ამ 6 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მირტყავდნენ და მაწამებდნენ.
ჩამოვიდა მამაჩემი ..

ნუ ღელავ (ნაწილი 2)


ნუ ღელავ (ნაწილი 2)
***
მთელი გზა ხმა არ ამომიღია..ალბათ მრცხვენოდა ან რაღაცის მეშინოდა,ძნელი გადმოსაცემია ის გრძნობა რასაც მაშინ ვგრძნობდი..
გოგო იყო თითქოს ნახატი..
მწვანე თვალები,ქერა თმა..
გაბუტული ტუჩები ქონდა კოცნა კი არა მოფერება მინდებოდა ხოლმე..
სახლში მისვლამდე ვუთხარი:
- ლიზი შენ კარგი გოგო ხარ,ლამაზი,ნიჭიერი და რაც მთავარია კარგი ხასიათი გაქვს,ძალიან მომწონხარ.. - ამ სიტყვების შემდეგ ვეღარ გავაგრძელე საუბარი,ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს იგივეს ფიქრობდა,მაგრამ სხვა რამე მითხრა
- იცი ლუკა შენც კარგი ბიჭი ხარ,მაგრამ არ მინდა მე ჯერ შეყვარებული,ჯერ მინდა ვისწავლო..
ამ სიტყვების დამთავრება იყო და სახლთანაც მივედით,ლიზიმ მითხრა:
- კარგი წავედი აი დედაჩემიც იყურება ფანჯრიდან და გამიბრაზდება,მადლობა,რომ მომაცილე..
ხმა არც ამომიღია ისე წამოვედი,თითქოს გული ჩამწყვიტა მისმა სიტყვებმა..
დრო გადიოდა არ ჩერდებოდა,ყველა იღიმოდა,ყველა იცინოდა,მე კი უბრალოდ ვიჯექი,ისეთი სახე მქონდა,არავინ მეკარებოდა..
სულ ვცდილობდი,რომ მისი ყურადღება მიმექცია მაგრამ ამაოდ,ისეთი ადვილი არ ყოფილა მისი გრძნობის მოპოვება,როგორც სხვა გოგოების,
ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა..
***
უკვე ზაფხული იყო.რამოდენიმე დღეში სკოლიდან უნდა დავეთხოვეთ. კლასელები ამბობდნენ ვინ სად წავიდოდა,როცა ისინი საუბარს იწყებნენ მე კლასიდან გავდიოდი,არ მინდოდა ამ სისულელეების მოსმენა,ჩემი გაჭირვება მყოფნიდა..გოგო შემიყვარდა ბოლო ამოსუნთქვამდე..მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო,მაგრამ ის თავს იკავებდა და არ მეკარებოდა..

*** 
ყველასთვის ნანატრი დღე დადგა,სკოლიდან დაგვითხოვეს და ყველა დასასვენებლად წავიდა..მე თბილისში დავრჩი არ დავთანმხდი მეგობრების შემოთავაზებებს და ვამჯობინე თბილისში ვყოფილიყავი..ყოველ ღამე ლიზიზე ვფიქრობდი,მინდოდა რამე ეთქვა,სიზმარში მაინც,მაგრამ რათ გინდა,ხომ გაგიგიათ "ოცნებას კაცი არ მოუკლავს"
ხოდა ასე მიდიოდა ჩემი ოცნებებიც..
დილით ჩემმა პატარა დამ გამაღვიძა,და მითხრა:
- ლუკა ადექი მივდივართ.
- სად მივდივართ ? - ცოტახანი დამაძინეთ რა
- მამამ თქვა ტანსაცმელი ჩაალაგეთ და ბათუმში წავიდეთო..
- არ მინდა მე,თქვენ წადით მე დავრჩები - ვუთხარი და გადავბრუნდი დასაძინებლად,მაგრამ ვერ დავიძინე,10 წუთიც არ იყო გასული მამა შემოვიდა ოთახში და მაშინვე მითხრა გადმობრუნდი სალაპარაკო მაქვსო..
გადავბრუნდი და ვიკითხე:
- გისმენ მამა,რა ხდება?
- მითხარი შვილო რა გჭირს,სულ შეიცვალე,არ სწავლბდი და უცებ სწავლა დაიწყე,თითქოს დიდი სიყვარული მოგწოლია და არაფრის საშვალებას არ გაძლევს..
- კი,მამა მართალი ხარ,მიყვარს,ძალიან მიყვარს,მაგრამ მას არ ვუყვარვარ ყოველთვის იგნორს მიკეთებს..
- შვილო "ნუ ღელავ" ყველაფერი კარგად იქნება,ხომ გაგიგია " იგი წავა და სხვა მოვა,ტურფასა საბაღნაროსა"
ამ სიტყვებმა გული უფრო მატკინა რადგან,მამაჩემიც ვერ ჩაწვდა ჩემს გრძნობებს და ვერ გამიგო.
- კარგი,მამა თქვენ წადით მე არ მინდა ბათუმში წამოსვლა..
მამამ ფული დატოვა ლოგინზე და გავიდა ოთახიდან,მე ისევ გადავბრუნდი და დავიძინე.


ნუ ღელავ (ნაწილი 1)

ნუ ღელავ (ნაწილი 1)

ჩვეულებრივი დღე იყო..კლასში ოციოდე ბავშვი ვიყავით..
დამრიგებელი შემოვიდა და ციცქნა ქერა გოგო წარგვიდგინა
- ბავშვებო გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია
ყველა ჩუმად ვიყავით,ხმა არავის ამოგვიღია,ალბათ მისმა სილამაზემ გაგვაჩუმა..
მაშინ ჩემს ბედზე ჩემი გვერდზე მჯდომი ბიჭი აცდენდა სკოლას,მგონი ცუდად იყო,იმდენი წელია გასული კარგად აღარც მახსოვს,მასწავლებელმა გამოაცხადა:
- დღეიდან ლიზი და ლუკა ერთად ისხდებიან.
ისეთი გახარებული ვიყავი  არ ვიცი რა მექნა,მე გამათბობელთან ვიჯექი,ყურადღება,რომ გამომეჩინა ავდექი და ჩემი ადგილი მას დავუთმე,რადგან მაშინ ცივი დღეები იყო.ქარიც ქროდა და თუ კარგად მახსოვს თოვდა კიდეც..
იმ დღემ უღიმღამოდ ჩაიარა,ჩემთვის არც კი შემოუხედავს,რით არ ვცადე ყურადღება მიმექცია,მაგრამ ვერაფერს გავხდი.. ვეცადე საუბარი წამომეწყო:
- ლიზი,გინდა სკოლას დაგათვალიერებინებ,ბავშვებს გაგაცნობ ?
- არა,არ მინდა მე თვითონ გავიცნობ ყველას!
მკაცრად მითხრა და სხვა გოგო ბიჭებთან გააგრძელა მხიარულობა,ხან ვინ მოვიდა ხან ვინ,მეკითხებოდნენ:
- ლუკ რა გჭირს ?
მე კი უღიმღამოდ და მკაცრი ტონით ვეუბნებოდი: - არაფერი,შემეშვი..
მეორე დღეს მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა გაკვეთილის მოსაყოლად.
მე ვყვებოდი გაკვეთილს თან ლიზისკენ ვაპარებდი თვალს და ვაკვირდებოდი,როგორი ყურადღებით მიცქერდა..
როცა გაკვეთილის მოყოლას მოვრჩი და მასწავლებელმა ნიშანი ხმა მაღლა მითხრა ყველას გაუკვირდა, განა იმიტომ რომ არ მეკუთვნოდა,არამედ იმიტომ,რომ გაკვეთილი თითქმის არასდროს მომიყოლია,მეგობრები მიხვდნენ ნაწილობრივ რაშიც იყო საქმე..
დასვენებაზე ჩემი რამოდენიმე ლექსიც წავიკითხე,ამაზე კლასელები სულ გადაირივნენ..
იმიჯი მქონდა ხულიგნის,საქციელიც ასევე,ცნობილი ჩხუბისთავი ვიყავი,მხოლოდ ჩემნაირები თუ მეგობრობდნენ ჩემთან,მაგრამ მათაც კი ქონდათ ჩემი შიში..
მეორე დასვენებაზე უკვე ლიზიმ ცადა კონტაქტში შემოსვლა.
- ლუკა გქვია ხო შენ ?
- კი ლუკა მქვია - ნაწყენი ტონი შეიმჩნეოდა ჩემს ხმაში
- ძალიან ნიჭიერი ხარ,დიდი მომავალი გაქვს თუ ასე გააგრძელებ - მითხრა და თვალების ფახუნი დაიწყო,თითქოს გამეპრანჭა.
- დიდი მადლობა - ჩემს ხმაში უკვე სიამაყე შეიმჩნეოდა
გაკვეთილები,რომ მორჩა ლიზის წამოვეწიე და ვკითხე:
- გინდა სახლში გაგაცილებ ?
- კარგი წავიდეთ - მითხრა თითქოს ბედნიერმა

Saturday, February 1, 2014

არასოდეს დანებდე (ბოლო ნაწილი)

არასოდეს დანებდე (ბოლო ნაწილი)
* * * 
- წავალ ეხლა მე თორე გვიანია უკვე
ამბობს ლელა და სკამიდან დგება
- ცოტახანიც იყავით 
შეეხვეწასავით სანდრო
- არა არა შვილო წავალ მე 

* * * 
უკვე გვიანია საბას და ნინოს ძინავთ 
გვანცა და სანდროს ლოგინში წვანან მაგრამ არ ძინავთ და საუბრობენ დღევანდელ დღეზე!
- სან ძალიან დიდი მადლობა 
- რისთვის ?
- დედაჩემი რო მოიწვიე და ასე თბილად მოიქეცი.
- კარგიი რა გვანც,ეს ხომ ჩემი მოვალეობაა, თანაც კარგი ქალი ჩანს
- ხოო ძალიან მიყვარს,უბრალოდ მკაცრია ცოტა
- კიდევ კარგი მკაცრია
- რატოო ?
- მკაცრი რომ არ იყოს ეხლა ერთად არ ვიქნებოდით და იმ დღეს სახლიდან არ გამოგაგდებდნენ 
- ცივა არა ?
- მოდი ჩაგეხუტო გაგათბობ!

* * *
თოვს, ძალზედ ლამაზად თოვს !
- გვანც ადგებიი ?
- კიი ავდგები ჩემო ცხოვრება
- თოვს იციი ?
- ღადაობ ხო ?
- არა შენთავს ვფიცავარ ადეე!
საბა შემორბის ამდროს ოთახში
- ბავშვებო თოვს და წამოდით რა ვიგუნდაოთ
- წავედით გვანცა ადე შენც
თოვა არ წყდება,ლამაზად თოვს!
პატარა ბავშვებივით დახტიან თოვლში და გუნდაობენ!
- სანდრო მოდი ერთი წუთი რა
- რა ხდება ჩემო ლამაზო ?
- მუცელი მტკივა სან !
- წავიდეთ საამშობიაროში ?
- ჯერ არ გვინდა,წამო სახლში შევიდეთ,თუ ტკივილები გამიგრძელდება წავიდეთ

* * *
ცხელ ჩაის სვავენ
სიჩუმეა და ამ სიჩუმეს როგორც ყოველთვის საბა არღვევს
- გვანც ბოლო თვეა ხო ?
- კიი საბ დღე-დღეზე უნდა ველოდოთ
- რას არმევთ?
- თუ გოგო იქნება ელენეს დავარმევთ 
- და თუ ბიჭი იქნება ?
- ბიჭი თუ იქნება საბას დავარქმევთ - ამბობს სანდრო და საბას თვალს უკრავს
- კაი ატრაკებ ეხლა შენ,მართლაა ?
- შენთავს ვფიცავარ მართლა ვამბობ,გიხარია ?
- ძაან მაგრად თან 
- მოდი ბიჭო ჩემთან,ხო იცი ჩემი ძმა ხარ შენ ♥

* * * 
უკვე გვიანია ყველას ძინავს,გვანცა კი თვალს ვერ ხუჭავს 
ტკივილები აქვს,თან ფიქრობს გააღვიძოს თუ არა სანდრო
- საან ვეგარ ვუძლებ ისე მტკივა უკვე მუცელი
- ჩავიცვათ და წავიდეთ ჩემო ცხოვრება

* * *
- წულუკიძის მეუღლე რომელია ? - კითხულობს გინეკოლოგი
- მე ვარ.ფეხზე დგება სანდრო.
- გილოცავთ,ბიჭი შეგეძინათ
- დიდი მადლობაა,შეიძლება ვნახო? 
- ჯერ არა არ შეიძლება ცუდი სიტუაციაა პალატაში თქვენი მეუღლე შეუძლოდაა.
- კალამი და ფურცელი მჭირდება სასწრაფოდ
მოხუცი ქალი აწვდის კალამს და ფურცელს
სანდრო კედელთან მიდის და სასწრაფოდ რაღაცას წერს
- აი ეს მიეცით და დამერწმუნეთ კარგად იქნება
ექიმმა ფურცელი გამოართვა და პალატაში შევიდა
- აი ეს ფურცელი თქვენთან გამომატანეს! 
- რა წერია ?
- მე წაგიკითხოთ ?
- დიახ, თუ შეგიძლიათ
წერილი: გვანც გახსოვდეს რომ არასოდეს დანებდე,მე შენთან ვარ
იცოდე რომ მჭირდები,ჩემთან და ჩვენს შვილთან უნდა იყო.. არასოდეს დანებდე  მიყვარხარ ! -- სანდრო --
- გვანცას გაეღიმა და ექიმს მადლობა გადაუხადა

* * *
სანდრო ტელეფონს იღებს და საბასთან რეკავს
- სად ხარ შე სირო? უყვირის საბა
- დროზე მეხუთეში მოდი მალე !
- მშობიარობს გვანცა ?
- მალეე !

* * * 
საბა ტაქსიდან გადადის და მიმღებისკენ მირბის
მიმღებიდან სანდრო გამოდის და სიგარეტს უკიდებს..
- მოხვედი ძმა ?
- ხო კარგადაა ?
- თავიდან ცოტა კრიტიკული მდგომარეობა იყო მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის უფლის წყალობით
- გოგოა ხო ? იცინის საბა
- არა ძმა პატარა საბა დაიბადა
გახარებულ საბას ცრემლები მოსდის და სანდროს ეხვევა

დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის: ნათია მანგიაშვილს,მარიამ აწკარუნაშვილს და მარიამ ნაცვლიშვილს
ავტორი: გიგა დემეტრაშვილი
თარიღი: 2013 წლის 13 დეკემბერი
სახელწოდება: არასოდეს დანებდე
დაწერილია: მხოლოდ ერთ დღეში

არასოდეს დანებდე ( ნაწილი 5)


არასოდეს დანებდე ( ნაწილი 5)

* * * 
- სან დედაშენს დედა რო დავუძახო შეიძლება?
- მე რას მეკითხები დაუძახე,თუ გინდა უბრალოდ ნინო დაუძახე არ გაგიტყდეს
- არა რა ნინო გაგიჟდიი?
სამზარეულოდან ხმა ისმის:
- გვანცა დედის მოდი ერთი წუთით
გახარებული გვანცა წამოხტა საწოლიდან და დედამთილთან გაიქცა
- ხო დე რა ხდება?
- აბა ეს ნახე 
გვანცა ართმევს ბეჭედს თითზე ირგებს და დედამთილს ეხვევა
- ძალიან ბედნიერი ვარ
- მეც შვილო,დიდი მადლობა რომ ჩემი სანდრო ასე ძალიან გიყვარს.

* * * 
- ნახე დედამ რა მაჩუქა.- ამბობს გვანცა და სანდროს ხელს უწვდის.
- ვაა საღოლ დედიი. - იძახის სანდრო და ეღიმება
მგონი დროა სიდედრი გავიცნო ფიქრობს სანდრო და ლოგინიდან დგება!

- გვანცა ჩაიცვი წავედით .
- სად მივდივართ ?
- ჩემს სიდედრთან - ეცინება სანდროს
- ღადაობ ხო ?
- არა შენთავს ვფიცავარ,წამო ვნახოთ თან გავიცნობ რა !

***
- გვანცაა ? მოხვედი ?
- მარტო არ ვარ დედა !
- ვინ გახლავს აბა ?
- გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა სანდრო,სანდრიკ ეს დედაჩემია. ლელა
- სასიამოვნოა ქალბატონო ლელა - ეუბნება სანდრო ქალს და ხელზე კოცნის
- ჩემთვისაც სასიამოვნოა სიძევ - ეცინება ქალს და მის სიცილზე სანდრო და გვანცაც იწყებენ სიცილს..
- ყავას დალევთ ?
- არა გმადლობთ არ მინდა,ჩვენ იმისთვის მოვედით რომ ვიცნობდეთ ერთმანეთს და კარგი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან! მინდა დედაჩემიც გაიცნოთ
- დიდი სიამოვნებით,გავიცნობ აუცილებლად

* * * 
- რომელზე მოვალო რა გითხრა გვანცას დედამ?
- 9  საათისკენო
- კაი მანამდე ყველაფრის გამზადება უნდა მოვასწროთ გვანც სანამ დედაშენი მოვა საყვარელო 
- კაიიი

* * * 
- გამარჯობათ თქვენ ალბათ ნინო ხო ?
- დიახ,თქვენ ალბათ ლელა
- დიახ,დიახ სასიამოვნოა
- ჩემთვისაც,მობრძანდით
- როგორ ბრძანდებით ? - ოთახიდან გამოდის სანდრო.
- კარგად შვილო,შენ როგორ ხარ ? თბილად პასუხობს სიდედრი სიძეს
- უფლისწყალობით კარგად ვართ მადლობა ! ♥

* * * 
გვანცა დატრიალდა და სუფრის გაშლა დაამთავრა
მშვენიერი სუფრაა,როგორც იტყვიან: ჩიტის რძე არ აკლია.
სიჩუმეს ქალბატონი ლელას კითხვა არღვევს
- მხოლოდ თქვენ ცხოვრობთ აქ?
- არა,ჩემი ძმაც აქ ცხოვრობს - უპასუხა სანდრომ და გაიღიმა
- ეხლა სად არის შენიძმა ?
- გარეთ იქნება,ან ძმაკაცთან!
- რას შვებით სასტავვ ? 
გიჟივით შემოვარდა საბა და გაწითლდა ) 
- უი მაპატიეთ ქალბატონო,მეგონა მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მე საბა ვარ
- მე ლელა,შენი ძმის სიდედრი - ამ სიტყვაზე ყველას ეცინება
- ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო ლელა